მთავარ შინაარსზე გადასვლა
მონაცემთა ანალიტიკა ბიზნესისთვის

Power BI რეპორტები
თქვენი ბიზნესისთვის

Excel, SQL და ბიზნესსისტემები ერთ რეპორტში — ვქმნით Power BI დეშბორდებს გაყიდვების, მარაგების, ფინანსებისა და მარკეტინგის გასაანალიზებლად.

რუსთავოილი — გაყიდვებისა და ხარჯების რეპორტინგი
კავკასიის ავტოიმპორტი — დილერებისა და გაყიდვების რეპორტინგი
სილქ ჰოსფითალითი — მარკეტინგული რეპორტინგი
50+განხორციელებული პროექტი
8გუნდის დეველოპერი
500+თორნიკეს გადამზადებული სტუდენტი
2023წლიდან, თბილისში

კომპანიები, რომლებთანაც ვმუშაობთ

  • სილქ ჰოსფითალითი
  • კავკასიის ავტოიმპორტი
  • რუსთავოილი
  • ჯიჰელსი
  • მარუსია საქართველო
  • შატო მუხრანი
  • ეიჩ ბი ფარმა
  • ნიუ რეალთი გრუპ
სერვისები

მონაცემებიდან სამუშაო რეპორტამდე

მონაცემების დაკავშირება, Power BI რეპორტის შექმნა და გუნდის გადამზადება — დაგეხმარებით როგორც პირველი რეპორტის აწყობაში, ისე არსებულის გაუმჯობესებაში.

რეპორტები და დეშბორდები

გაყიდვები, მარაგები, ფინანსები და მარკეტინგი ერთ რეპორტში, თქვენი გუნდის სამუშაოზე მორგებული. არსებულ რეპორტებსაც ვაუმჯობესებთ.

დაწვრილებით
კავკასიის ავტოიმპორტი — დილერებისა და გაყიდვების რეპორტინგი

მონაცემების დაკავშირება

ყველა წყარო ერთ სანდო მოდელში, რომ ციფრები ყველგან ერთნაირად ითვლებოდეს.

დაწვრილებით
ExcelSQLSharePointAPIერთი მოდელი

ტრენინგი და მხარდაჭერა

გუნდს ვასწავლით რეპორტით მუშაობას და გაშვების შემდეგაც გვერდით ვრჩებით.

დაწვრილებით
500+სტუდენტი გადამზადებულია 2019 წლიდან
ახალი

ფარმის პლატფორმა

მზა რეპორტები ფარმაცევტული მომწოდებლებისთვის: გაყიდვები და მარაგები დისტრიბუტორების ფაილებიდან.

დაწვრილებით
ფარმის პლატფორმა სადემონსტრაციო მონაცემებით
ნამუშევრები

ჩვენი შექმნილი რეპორტები

ჩვენ შესახებ

რეპორტს იმ ადამიანებთან ერთად ვქმნით, ვინც მას გამოიყენებს

DataStudio არის Power BI-სა და მონაცემთა ანალიტიკის სტუდია თბილისში. 2023 წლიდან ვეხმარებით ქართულ კომპანიებს გაყიდვების, ფინანსების, მარაგებისა და მარკეტინგის მონაცემების ერთ სივრცეში დანახვაში.

ვიწყებთ თქვენი გუნდის კითხვებით: რას ამოწმებთ, სად გეკარგებათ დრო და რა გადაწყვეტილებას იღებთ? შემდეგ ვაწყობთ მონაცემთა მოდელს, ვქმნით რეპორტს და გასწავლით მის გამოყენებას.

გაიცანით გუნდი
თორნიკე კვინიკაძედამფუძნებელი, Power BI-ის ტრენერიMicrosoft Certified: Power BI Data Analyst Associate
  • Power BI-ს 2019 წლიდან ასწავლის
  • გუნდის რვავე დეველოპერი მისი ყოფილი სტუდენტია
  • ფინანსების, გაყიდვების, მარაგებისა და მარკეტინგის ანალიტიკა
როგორ ვმუშაობთ

პირველი კითხვიდან მუშა რეპორტამდე

  1. გაცნობა

    ვიწყებთ თქვენი ბიზნესით, გუნდის საჭიროებებით და კითხვებით, რომლებსაც პასუხი სჭირდება.

  2. მონაცემების დაკავშირება

    ვაერთიანებთ საჭირო წყაროებს და ვქმნით სანდო მონაცემთა მოდელს.

  3. რეპორტის აწყობა

    ვქმნით რეპორტს და თქვენს გუნდთან ერთად ვამოწმებთ მაჩვენებლებს.

  4. გადაბარება და განვითარება

    გუნდს ვუზიარებთ ცოდნას და ვეხმარებით რეპორტის შემდგომ განვითარებაში.

ხშირი კითხვები

სანამ მუშაობას დავიწყებთ

მონაცემები, ვადები, ფასი და მხარდაჭერა — პასუხები პირველ კითხვებზე.

რომელ მონაცემებთან შეგიძლიათ მუშაობა?
ვმუშაობთ Excel-ისა და CSV ფაილებთან, SQL მონაცემთა ბაზებთან, SharePoint-თან და API-ებთან. დაწყებამდე ვამოწმებთ კონკრეტულ წყაროს, წვდომასა და მონაცემების სტრუქტურას.
შეგვიძლია ერთი რეპორტით დავიწყოთ?
დიახ. აირჩიეთ ერთი გუნდი ან კითხვა, მაგალითად, ფილიალების გაყიდვების შედარება. პირველი რეპორტის გადამოწმების შემდეგ სხვა მიმართულებებიც შეგვიძლია დავამატოთ.
რა განსაზღვრავს ფასსა და ვადას?
მონაცემთა წყაროების რაოდენობა და მდგომარეობა, მაჩვენებლების სირთულე, რეპორტის გვერდები და წვდომის მოთხოვნები. სამუშაოს მოცულობას გაცნობის შემდეგ ვათანხმებთ; ფიქსირებულ ფასს მონაცემების ნახვამდე არ გპირდებით.
არსებული Power BI რეპორტის გაუმჯობესება შეგიძლიათ?
დიახ. ვამოწმებთ მოდელს, გამოთვლებს, გვერდების სტრუქტურასა და განახლებას. შემდეგ ვთანხმდებით, რა უნდა გამოსწორდეს და როგორ გადავამოწმოთ შედეგი.
Power BI-ის ლიცენზია ცალკე გვჭირდება?
ლიცენზიის საჭიროება დამოკიდებულია იმაზე, როგორ გააზიარებთ რეპორტს და რამდენი ადამიანი გამოიყენებს მას. დანერგვამდე ვაზუსტებთ შესაბამის ვარიანტს; Microsoft-ის ლიცენზიის ხარჯი წინასწარ ცალკე განიხილება.
გაშვების შემდეგ ვინ უვლის რეპორტს?
შეგიძლიათ მოვლა საკუთარ გუნდს გადააბაროთ ტრენინგითა და დოკუმენტაციით, ან შეგვითანხმოთ შემდგომი მხარდაჭერა. წინასწარ განვსაზღვრავთ, ვინ მართავს წყაროებს, განახლებასა და ახალ მოთხოვნებს.
ბლოგი

რჩევები და მაგალითები რეპორტინგზე

შვიდი კითხვა დეშბორდის დაგეგმვისთვის — DataStudio-ს პრაქტიკული გზამკვლევი

დეშბორდის შექმნამდე: 7 კითხვა გუნდისთვის

რეპორტის პირველი შეხვედრა დიაგრამების არჩევით არ უნდა შემოიფარგლოს. შეათანხმე ამოცანა, მონაცემები და შემოწმების წესი ერთი მოკლე შაბლონით.

პრაქტიკული გზამკვლევი · 4 წთ
კავკასიის ავტოიმპორტის Power BI რეპორტი დილერებისა და გაყიდვების მიხედვით

Excel-დან Power BI-მდე: როდის ღირს შემდეგი ნაბიჯის გადადგმა?

თუ ყოველთვიური რეპორტის მომზადება ფაილების შეგროვებით იწყება, ჯერ პროცესს შეხედე. აქ არის პრაქტიკული გზა იმის გასარკვევად, რა გადაიტანო Power BI-ში და რა დატოვო Excel-ში.

დაწყება · 2 წთ
რუსთავოილის Power BI გაყიდვების რეპორტი თვიური მაჩვენებლებით

რა უნდა ჩანდეს გაყიდვების დეშბორდის პირველ გვერდზე?

მეტი დიაგრამა ყოველთვის მეტ სიცხადეს არ ნიშნავს. დაიწყე რამდენიმე შეთანხმებული მაჩვენებლით და დაუტოვე გუნდს გზა ჯამური შედეგიდან კონკრეტულ პროდუქტამდე.

რეპორტის დაგეგმვა · 2 წთ

მოგვიყევით, რა გჭირდებათ

დაგიკავშირდებით და ერთად განვსაზღვრავთ პირველ ნაბიჯს. ფასსა და ვადას ამოცანის მიხედვით ვთანხმდებით.