top of page

ჩვენს შესახებ - რა უნდა იცოდეთ DataStudio-ზე?

DataStudio  დაფუძნდა 2023 წლის დეკემბერში ერთი მთავარი მისიით-  განევითარებინა ქართული კომპანიების მიდგომა მონაცემთა მართვის, ანალიზისა და გამოყენების მიმართულებთ. მცირე იდეიდან დაწყებული პროექტი, რომელიც Power BI-ის ტრენერის მხრიდან გაჩნდა, ძალიან სწრაფად გადაიქცა რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე სანდო და ძლიერ ბიზნეს ანალიტიკის პროექტად.

ერთი წელიც არ არის გასული მას შემდეგ, რაც უკვე 50-ზე მეტი წარმატებული პროექტი გვაქვს დასრულებული სხვადასხვა ინდუსტრიებში — მათ შორის არიან კავკასიის ავტო იმპორტი, რუსთავოილი, AccountsAnts, სილქ ჰოსფითალითი, მარუსია საქართველო და სხვა კომპანიები. ჩვენი დამუშავებული დეშბორდები ეხმარება კომპანიას გადაწყვეტილების მიღებაში სხვადასხვა მიმართულებებით: ფინანსები, ლოჯისტიკა, მარკეტინგი, გაყიდვები, HR თუ ტოპ-მენეჯმენტის ანგარიშგების წარდგენა. ყოველი პროექტი მორგებულია ბიზნესის რეალურ საჭიროებებზე — იქნება ეს კომპლექსური სისტემები თუ სრულად ავტომატიზებული მარაგების მართვის პროცესები.

DataStudio-ს სათავეში დგას თორნიკე კვინიკაძე — Power BI- მონაცემთა ანალიტიკოსი და სპეციალისტი, რომელიც 2019 წლიდან აქტიურად ატარებს სალექციო კურსებს ამ მიმართულებით. 500-ზე მეტი გადამზადებული სტუდენტით, თორნიკემ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოში მომავალი მონაცემთა ანალიტიკოსების ჩამოყალიბებაში. თუმცა მისი წვლილი მხოლოდ სწავლებით არ შემოიფარგლება — თორნიკე თითქმის ყველა ჩვენი გადაწყვეტილების მთავარი არქიტექტორი, სტრატეგი და პრაქტიკული შემსრულებელია.

რაც DataStudio-ს უნიკალურს ქმნის, არის ჩვენი გუნდის კულტურა. ჩვენი ყველა 8 დეველოპერი ოდესღაც თორნიკეს სტუდენტი იყო — ყურადღებით შერჩეული მათი ნიჭის, ცნობისმოყვარეობისა და ერთგულების გამო, დღეს ისინი ერთად მუშაობენ რეალურ ანალიტიკურ და რეპორტინგის გამოწვევებზე, სადაც იყენებენ საუკეთესო პრაქტიკებს, კრეატიულ აზროვნებას და Power BI-ის მაღალ დონეს, რათა შექმნან სწრაფი, საიმედო და მასშტაბირებადი სისტემები.

ჩვენ მხოლოდ სერვისის მიმწოდებლები არ ვართ — ჩვენს კლიენტებს გრძელვადიან პარტნიორებობას ვთავაზობთ . გვჯერა, რომ რეპორტინგი მჭიდროს უნდა იყოს დაკავშირებული ბიზნესის ყოველდღიურ პროცესებთან. სწორედ ამიტომ, ჩვენი გადაწყვეტები ხშირად სცდება უბრალო დეშბორდებს—ინტეგრაციას ვაკეთებთ სისტემებთან, როგორიცაა SQL Server, MySQL, SharePoint, Google Sheets, და API-ები (მაგალითად, საქართველოს ეროვნული ბანკი), და ვქმნით მდგრადი, მუშაობისათვის ოპტიმიზებულ მონაცემთა მოდელებს.

მცირეხნიანი, მაგრამ საინტერესო მოგზაურობის განმავლობაში, მივიღეთ რაღაც უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე შემოსავლები — ნდობა. ეს ნდობა გამოიხატება კლიენტების მიერ ჩვენთან გაგრძელებულ პარტნიორობაში და იმ ოფიციალურ რეკომენდაციის წერილებში, რომლებიც კმაყოფილმა კომპანიებმა მოგვაწოდეს. მათ ნაწილს ჩვენს პორტფოლიოს განყოფილებაში ნახავთ.

დღეს DataStudio კვლავ განაგრძობს ზრდას — არა მხოლოდ პროექტების ან გუნდის წევრთა რაოდენობის მიმართულებით, არამედ იმ გავლენით, რომელსაც ვქმნით. ვამაყობს, რომ ვდგავართ განათლების, ტექნოლოგიებისა და ბიზნესის ტრანსფორმაციის გადაკვეთაზე და მნიშვნელოვან როლს ვთამაშობთ საქართველოს მონაცემთა ეკოსისტემის განვითარებაში.

მზად ხარ, მონაცემებს რეალური მნიშვნელობა მისცე?

შეუერთდი იმ კომპანიებს, რომლებიც DataStudio-სთან ერთად ქმნიან მარტივ, ავტომატურ რეპორტინგს — Excel-ის ქაოსის გარეშე.

დაგვიკავშირდი!

გამოგვიგზავნე შეტყობინება და ჩვენ ძალიან მალე დაგიკავშირდებით!

bottom of page